სამშაბათი, 19.03.2024, 09:02
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი ჩათი
alertpay
გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 50
Block title
კავშირი ადმინთან
ძებნა
საჭირო პროგრამები
ამინდის პროგნოზი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » აპრილი » 6 » სახალისო განცხადებები
23:27
სახალისო განცხადებები


  განცხადებებით გაცნობა უნდა ითქვას რომ ნაკლებად პოპულარულია,რადგან  დღეს დღეობით საქართველოში მრავალი სოციალური ქსელი არსებობს, რომელთა მთავარი მიზანი გაცნობას წარმოადგენს,  ვინ როგორ იყენებს და რა მიზნებისთვის ეს სხვა საკითხია,თუმცა როდესაც ერთ ერთ საიტზე განცხადებებს გადავხედე განცხადებების საშვალებით მამაკაცის და ქალის ძებნა არც ისე მოძველებული ყოფილა,ამასთან ზოგიერთიც მეტად საინტერესოa,რომელთა წაკითხვაზე ღიმილი მოერევა ადამიანს. წარმოგიდგენთ იმ განცხადებებს რომელთა წაკითხვისას მე პირადად ძალიან ვიხალისე,ასევე თან ახლავს ჩემი კომენტარები ფჩხილებში,ანუ ის რაც ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ  ავტომატურად გაუჩნდება ადამიანს,რამდენად მოგეწონებათ ეს  უკვე თქვენი გადასაწყვეტია

 

 

ქალი ეძებს კაცს:

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მყავს ძალიან მორცხვი და მორიდებული ქალიშვილი(დედისერთა), გულზე ვსკდები მის ტოლებს,რომ ვუყურებ. ზოგს შეყვარებული ჰყავს,ბევრი გათხოვდა კიდეც და შვილებიც ჰყავს, ზოგმა განქორწინებაც კი მოასწრო.

ძალიან განათლებულია, ფლობს ინგლისურს, გერმანულს და რუსულ ენებს ძალიან კარგად, უკრავს პიანინოს, სწავლობს უცხოეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში,ერთ-ერთ საბუნებისმეტყველებო ფაკულტეტზე. ბიჭთან არ გაუვლია. ძალიან უბრალო გოგოა, შავგვრემანი, გრძელი შავი თმებით, ძალიან ბუნებრივი, არ იგლისება სახეზე(რაც მე თავად არ მომწონს),160სმ, 48 კლ,გამხდარი,32 წლის,

სამწუხაროდ მისი ასაკის ყმაწვილები ძალიან დაბერებულნი ჩანან და არ მოსწონს,თვითონ კი 22 წლისას გავს(არ ვაჭარბებ)სულ 18-20 წლის ბიჭები ეპრანჭებიან, რაც ძალიან აღიზიანებს.

ძალიან თბილი და კეთილშობილია, არ ეწევა, არც სვავს,არც დისკოტეკებზე არ დადის.როცა იცინის მზე ანათებს, როცა მრისხანებს-ცვივა კაკლისოდენა სეტყვა.

იმედია სანამ ამ ქვეყანას გამოვემშვიდობები, შევძლებ ჩემს ერთადერთს

ოჯახის შექმნაში შევუწყო ხელი.

სასიძო უნდა იყოს არა ნაკლებ 175 სმ, გამხდარი , არ ეწეოდეს, ღვინის ფასი უნდა იცოდეს, ზომიერად სვავდეს და არა თავს ღვინოს ასმევდეს.

ხელმარჯვე და საქმიანი, არა ნაკლებ 30 წლისა, უბრალო, განათლებული, ჰქონდეს სპეციალობა და უმჯობესია არ იყოს მდიდარი, მაგრამ ვალებიც არა ჰქონდეს.

17 წელია ვცხოვრობთ გერმანიაში, მუდმივი ჩაწერით.

მზითები-ორი ბინა, ნაკვეთი თბილისში, გერმანიაში მუდმივი ჩაწერა და სიდედრი, რომელიც თქვენთან არ იქნება, მაგრა მუდამ თქვენს გვერდში იდგება. მობილური გერმანიაში (ამაზე რა შეიძლება ითქვას ალბათ არც არაფერი გარდა იმისა რო ყავს გოგო ნულოვანი გარბენით,პოლნი ნავროტკით)

 

თავად დაოჯახებული გახლავართ მაგრამ,მყავს 37 წლის გასათხოვარი და, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში,არის ძალიან ლამაზი,მაღალი, განათლებული,უპატიოსნესი, მორწმუნე და ძალიან დადებითი ადამიანი.

გთხოვთ გამომეხმაუროს 40-45 წლის მამაკაცი, დასაქმებული,ბინით და ავტომანქანით უზრუნველყოფილი,დაუოჯახებელი. შეიძლება ბევრს ვითხოვ მაგრამ გარწმუნებთ რომ, ჩემი და ამას იმსახურებს.(ავტორი ალბათ დიმიტრი გელოვანს ეძებს)

მე ბედნიერებას ლამაზი ქართული ოჯახის ქონაში ვხედავ. არადა უკვე გვიანდება. 32-ე წელს ვეგებები. ველი გამოხმაურებას კულტურული, განათლებული, თბილი, მიზანდასახული და აქტიური პიროვნებისგან.  არ უნდა იყოთ ალკოჰოლის მოყვარული და სასურველია არამწეველი (ამასაც შეხოო ეკონომიურიკრიზისი)

ვეძებ სასიძოს , უნდა იყოს 32 -35 წლის, მაღალი, ჰქონდეს სამსახური,ბინა აუცილებელი არ არის. ჩემი შვილი არის მაღალი (174 სმ),ჭკვიანი , კარგი მეოჯახე. ოჯახი გვაქვს ტრადიციების მოყვარული

 

გინდათ გავეცნოთ? დაგვიკარშირდით ჯეოსელი-700435,ბილაინი-700435,700436,მაგტი-442402,442200( ეს განცხადება იმითაა საინტერესო რომ ავტორი ფულის შოვნის გზა მიუგნია ახლი სპეც ნომრების მითითება თანხის გადასარიცხად,და თან ყველა ოპერატორებისთვის ვინმესთვის გული რო არ დაეწყბიტა)

 

ვეძებ ძალიან მდიდარ მამაკაცს სამეგობროდ  (1000.00$ 1750.00ლარი ) ... ვარ ძალიან ლამაზი გოგო, 20 წლის... მომწერეთ მეილზე 

 (აქ ვერ გავიგე რას ნიშნავდა მითითებული თანხა, თუმცა აღნიშვნის ღირსია რომ განცხადების ავტორი ვალუტის კურსში ერკვევა და დოლარი ლარში კარგად გადაყავს)     

კაცი ეძებს ქალს:

 

მაქვს სამსახური და სტაბილური შემოსავალი, ბინა საბურთალოს ქუჩაზე თავისი კომფორტით, მალე ვყიდულობ მანქანასაც...ასე რომ ჩემთან ურთიერთობით არაფერი მოგაკლდებათ... იმედია შემხემიანებით და შევხვდებით, აი მაშინ კი მიხვდებით რომ მე ვარ თქვენი ოცნების პრინცი, პრინცი ვარიანიდან თბილისში გადმოსახლებული და თქვენს გულში ჩასახლებული...( აქ რისი თქმა შეიძლება ალბათ იმის რომ სიახლეა ის რომ პრინცები უკვე ინტერნეტით ,,განცხადებებით"  ეძებენ,  ხედავ სანმდე წავიდა ტექნიკააა)

 

 

ვარ სერიოზული, მოაზრონე ახალგაზრდა ასევე გამაჩნია იუმორის გრძნობაც. ვსწავლობ მესამე კურსზე. გავიცნობ გოგონას, რომელთანაც თავს ვიგრძნობ კარგად. ვიცი კასმაოდ კარგად რუსული, მეხერხება ინგლისურიც. 174 სმ. ქერა ცისფერი თვალებით (ამ ადამიანს ვერაფრით დაიწუნებ რაც მთავრია ინგლისური ეხერხება)

 

გავიცნობ სამეგობროდ 25-28 წლის გოგონას, რომელსაც ექნება კომპანიის მართვის უნარი, უნდა ქონდეს ღია ფერის თვალები და სიმაღლე 172-180. არაა საჭირო დასაქმებული იყოს და არც გამოცდილება ქონდეს. მომავალში შეიძლება ბედის გადაწყვეტა. ამპარტავანმა გოგოებმა თავი შეიკავეთ. სასურველია იყოს კარგი გვარიშვილი. ვინც შემეხმიანება არ წააგებს.( აქ კი მეტად არაორდინალურ ადამინთან გავქვს საქმე მეგობარს ეძებს, შ.პ.ს დირეკტორს თუ მეფის შთამომავალს თავადც ვერ გაურკვევია)

 

 

ვარ თბილისელი 19 წლის.

187სმ,77კგ,სიმპათიური.

კომუნიკაბელური,ყურადგებიანი,რესპეკტაბელური,ჯიუტი.

საერთოდ მიზიდავს უფროსი ქალბატონები,მინდა გავიცნო ქალი რომელსაც აკლია სითბო და გულწრფელი ნუგეში.

გარეგნობას არ ვანიჭებ უპირატესობას ეს უფრო მეორეხარისხოვანია,მასში მინდა ვხედავდე იმას რასაც სხვა ქალში ვერავინ ვერასდროს ვერ დაინახავს!

უნდა იყოს ყველანაირად უზრუნველყოფილი,მიყვარს თავდაჯერებული ქალები.....!

პატარა გოგონები ნუ გამომეხმაურებით! (რესპეკტაბელური თუ ხარ აშკარად იპოვნი,თუმცა ავტორის სურვილი უფრო მთვარეზე ჩუსტებით სერნობას გავს ვიდრე რეალურს)

 

გავიცნობ ახალგაზრდა გოგოს რომელსაც შევიყვარებ და მატერიალურ მხარდაჭერას ვპირდები, სასურველია ბავშვიანი და განაშორები, თუ ბინიანია უკეთესია, ვარ სიმპათიური და კეთილი მამაკაცი დადებითი ბიოგრაფიით, თბილისელი.( ესეც მეტად საინტერესო ადამიანია, უბიანო მეცენატის განცხადებაა აშკარად)

 

 

ვეძებ ისეთ მანდილოსანს ვისაც მართლა უჭირს და ამ ცხოვრებაში მარტოა,მიატოვეს ან ერთგულების აღარ სჯერა, ვარ კეთილი მამაკაცი საფრანგეთიდან , სიკეთის და სიყვარულის მკეთებელი,მომწეროს სუფთა გულის მანდილოსანმა ჩემ ასაკამდე, 40 წ.(ესეც ერთერთი მეცენატია რომელიც ინვესტიცისათვის საქართველოს ირჩევს)

 

 

ვეძებ და ვერ ვპოულობ :) :D (ეს უკომენტაროდ)

 

 

მატერიალურად უზრუნველყოფილი, სიმპათიური მამაკაცი ,ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ 20-25 წლამდე ლამაზ გოგოს ვჩქარობ ძალიან ( იჩქარე ჰადა ჰა მოვიდა 2012 წლი)

 

ვარ 24 წლის არაფერისმქონე მამაკაცი, უმუშევარი, უვარგისი და უმაქნისი. სიამოვნებით ჩავესიძები შეძლებულ ოჯახს და ჩემს მეუღლეს პატიოსან სიტყვას მივცემ რომ მის მშობლებს მალევე დავხეთქავ გულზე თუ ჩემს ყველა მოთხოვნას არ ააასრულებენ და პატიოსნადაც ავასრულებ დანაპირებს.მსურველებმა მომცერეთ მაილზე (აქ ჩემი კომენტარი ზედმეტია ავტორის გულხდილობაც კმარა)

გავიცნობ ნებისმიერი ასაკის ქალს (ეჰ შე დალოცვილო რაიყო რა გაგიჭირდა ასეთი, მუ...ლი მასე ძაღლსაც კი აქ)

 

 

გავიცნობ ლამაზი სულის ქალბატონს, თბილისელს ან რუსთაველს, თუნდაც განათხოვარ ქალს, არ მაქვს კომპლექსი, მთავარია სულით იყოს სუფთა,ერთგული და მოსიყვარულე, ვარ 170/65 სიმპატიური,ვაჟკაცური,ერთგული მამაკაცი, დასაქმებული,მყავს მანქანა,მაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, ვცხოვრობ ქირით... იმედია გამომეხმაურება ღირსეული ქალი...(ამ განცხადებას ერთი რამ აკლია რა სახის ინტერნეტი გაქ კაბელის თუ ოპტიკურბოჭკოვანი ესეც რო მიგეთითებინა ქალების რიგი დაგიდგებოდა)

 

 

ვეძებ მდიდარ ქალს....... ვიმუშავებ ყველანაირად......... (აი შრომისმოყვარეობაც ასეთი უნდა)

 

 

თუიმედია იმასაცუნდა ჩემი გაცნობა მემქვია თაზო თბილისელივარ ისეცარმოშობით გერმანელივარდა ამცლისბოლოს მივდივარ იქ შემიცლია ცავიყვანო თუმოინდომებთ (აქცენტზე აშკარად ჩანს რომ წარმოშობით გერმანელია :DD)

 

 


ნანახია: 5763 | დაამატა: rachvelo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
0  
5 EverettVax   (06.02.2024 16:28) [Материал]
<center><b>Новые образы актрисы | New images of the actress</b>


<img src="https://i.imgur.com/BukhTe7.jpg">


<b>Сайт | Website:</b> https://olgafadeeva.info

</center>

0  
4 ppu-prof_pi   (04.01.2024 21:29) [Материал]
Наша бригада профессиональных исполнителей подготовлена предоставить вам передовые средства, которые не только обеспечат долговечную протекцию от зимы, но и преподнесут вашему домашнему пространству стильный вид.
Мы деятельны с последними материалами, заверяя долгий срок использования и прекрасные выходы. Теплоизоляция внешней обшивки – это не только сокращение расходов на отоплении, но и ухаживание о окружающей природе. Энергосберегающие инновации, каковые мы осуществляем, способствуют не только вашему, но и сохранению природной среды.
Самое ключевое: <a href=https://ppu-prof.ru/>Утепление и облицовка фасада цена</a> у нас открывается всего от 1250 рублей за кв. м.! Это доступное решение, которое переделает ваш жилище в фактический душевный уголок с минимальными затратами.
Наши труды – это не только теплоизоляция, это созидание области, в котором каждый компонент преломляет ваш особенный модель. Мы примем в расчет все все твои пожелания, чтобы осуществить ваш дом еще более уютным и привлекательным.
Подробнее на <a href=https://ppu-prof.ru/>http://ppu-prof.ru/</a>
Не откладывайте труды о своем помещении на потом! Обращайтесь к спецам, и мы сделаем ваш корпус не только уютнее, но и стильным. Заинтересовались? Подробнее о наших работах вы можете узнать на веб-сайте. Добро пожаловать в пределы гармонии и высоких стандартов.

0  
3 ბექა   (09.10.2022 11:18) [Материал]
პირველი განცხადების დამწერ ქალბატონს როგორ დავუკავშირდე
ჩემი ნომერია 574028511

0  
2 vsulxanishvili   (27.01.2022 15:30) [Материал]
ან მეორე განცხადების ქალბატონს ვარ 45 წლის მამაკაცი

0  
1 vsulxanishvili   (27.01.2022 15:29) [Материал]
პირველი განცხადების ავტორ (ქალბატონს ) როგორ გამოვეხმაურო თავის განცხადებასთან დაკავშირებით?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე შესვლა
მშვიდობით პაველ
Block title
იშოვე ფული
MSteam
ბანერი
გაიგე ზუსტი დრო
მინი პლეერი
სარეკლამო ბანერი
კალენდარი
მასალების არქივი
სტუმრები
widgeo.net
ვალუტის გამოთვლა
ვალუტის კურსი
იშოვე ფული
Block title
Block title