სამშაბათი, 19.03.2024, 11:32
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი ჩათი
alertpay
გამოკითხვა
რომელი კლუბის ფანი ხართ?
სულ პასუხი: 69
Block title
კავშირი ადმინთან
ძებნა
საჭირო პროგრამები
ამინდის პროგნოზი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » თებერვალი » 17 » გაშეკითხვებული ანეკდოტების პაკეტი
01:40
გაშეკითხვებული ანეკდოტების პაკეტი
ამ რუბრიკაში თქვენი ამოცანაა გამოიცნოთ გამოტოვებული სიტყვა ანეკდოტებში ან დამთავროთ ანეკდოტები,პასუხებს მოგვიანებით დავდებ აბა გაერთეთ

1. ცოლი დგას სარკესთან და ქმარს ეკითხება:

- ძვირფასო, რა მოგწონს ჩემში უფრო მეტად? ჩემი ლამაზი სახე თუ მშვენიერი ტანი?

- შენი

დაასრულეთ ქმრის ფრაზა ორი სიტყვით.

2. ანეკდოტის მიხედვით, მამაკაცი მაშინ კვდება, როდესაც მას გული უჩერდება. იმავე ანეკდოტით, როდის ითვლება გარდაცვლილად ქალი?

3. მანდილოსანი, რომელსაც საკუთარ ხმაზე დიდი წარმოდგენა აქვს, დირიჟორს ეკითხება:

ბევრს უთქვამს, რომ ასეთი ხმით შემიძლია ოპერაშიც წავიდე. თქვენ რას ფიქრობთ?

ცხადია შეგიძლიათ, თუკი

დაასრულეთ დირიჟორის ფრაზა ორი სიტყვით.

4. წერილი ქმარს: "ნუ იდარდებ, შენი ცოლი ჩვენ გავიტაცეთ. ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ მუხათგვერდის სასაფლაოზე 4000 დოლარს ამოიტან. იცოდე, პოლიციას არ შეატყობინო, თორემ …”

რითი დაემუქრნენ გამტაცებლები ქმარს?

5. ჭიჭიკიას ქალი მოეწონა, მაგრამ არშიყობის წესებზე აცრილი გახლდათ და პრიმიტიულად დაუწყო:

ლამაზო, ასეთი მშვენიერი ფეხები, ტანი და მკერდი სად იშოვე?

საჩუქრების მაღაზიაში ვიყიდე. – დაცინვით გამოხედა ქალმა.

მერე, სახემოგცეს?

ჩასვით გამოტოვებული სიტყვა.

6. პატიმარი ციხიდან გაქცევის მცდელობისთვის დააკავეს. პოლიციელის შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, მან მიზეზად ცოლის შერთვის სურვილი დაასახელა. სამართალდამცველმა გაიკვირვა: "რა უცნაური წარმოდგენა გქონიათ …”

რაზე?

7. გააფთრებული ოჯახური შეტაკების დროს ცოლმა ქმარს მიახალა:

ჯობდა, თვით ეშმაკს გავყოლოდი ცოლად!

ეგ შეუძლებელია! – მშვიდად მიუგო ქმარმა.

რატომ იყო შეუძლებელი მათ შორის ქორწინება ქმრის აზრით?

8. მატარებლის კუპეში მოხუცი ჯიბიდან იღებს ჩიბუხს.

თქვენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თუ გავაბოლებ?

– X.

მაშინ რა გაეწყობა, – თქვა მოხუცმა და ჩიბუხი ჯიბეში შეინახა.

თქვენ X–ის ნაცვლად უნდა ჩასვათ ფრაზა, რომელიც საკმაოდ ცნობილია და შესაძლოა ხშირადაც კი ვამბობთ (ან გვესმის) ჩვენს ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში.

9. ერთი მეგობარი მეორეს:

ბიჭო, რა არის სულ გადაირია ეს ჟორჟიკა. ორი დღის წინ ცოლი დამარხა, ახლა კიდევ ზის ტელევიზორის წინ და ფილმს უყურებს.

რა თქვა ჟორჟიკას მეორე მეგობარმა ფილმზე ისეთი, რაც ჟორჟიკას ამართლებდა?

10. სკოლიდან დაბრუნებული პედრო დედას ეუბნება:

ტრამვაიში შემთხვევით ერთ დეიდას ფეხი დავადგი ფეხზე, მაშინვე ბოდიში მოვუხადე და მან კანფეტი მომცა.

მადლობა თუ გადაუხადე?

არა.

მაშ, როგორ მოიქცა ბავშვი?

11. შვილი ეკითხება მამას:

– 1000 ლარი ბევრია თუ ცოტა?

გააჩნია უნდა X თუ Y?

რა ორი სიტყვა შევცვალე X-ითა და Y-ით?

12. მამა ეუბნება შვილს:

გახსოვდეს ტომ, როცა ლინკოლნი შენხელა იყო, პირველ მოწაფედ ითვლებოდა კლასში.


რა უპასუხა შვილმა?

13. ლოთების დიალოგი:

ვა, რა მაღალი კიბეა?

ვა, რა დაბალი მოაჯირი აქვს?

ეგ არაფერი, ბიჭებო, ნახეთ ლიფტი მოდის

სად იმყოფებოდნენ სინამდვილეში ლოთები?

14. ორი ნაცნობი საუბრობს:

კრივი, პირადად ჩემთვის, სპორტის საუკეთესო სახეობაა. მაგით ვშოულობ ფულს.

ალბათ მოკრივე ხართ.

არა, ღმერთმა დამიფაროს

რა პროფესიის იყო ეს ადამიანი?

15. გამომცდელი ეკითხება აბიტურიენტს:

– 1412. რა თარიღია ეს?

ბიჭი დაფიქრდა და თქვა:

ჟანა არკის დაბადების წელი.

ძალიან კარგი და 1422?

რა უპასუხა ამ კითხვაზე ახალგაზრდამ?

16. – ვისთვის იყიდე ეს მშვენიერი თაიგული?

მისის ბრაუნისთვის.

რა დიდებული ყვავილებია. აი, როგორ გაუხარდება!

არა მგონია.

რატომ არ უნდა გახარებოდა მისის ბრაუნს?

17. "თუ თქვენ თავს სრულიად ნორმალურ მამაკაცად მიიჩნევთ, თქვენ ირგვლივ კი ყველა თქვენს არატრადიციულ ორიენტაციაზე საუბრობს, ესე იგი თქვენ X ხართ

მიხვდით X

18. – ბატონო მოსამართლე! მე მოვითხოვ განქორწინებას. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს ვერ გავუგეთ.

არ გიცდიათ მიგემართათ


ვისთვის?

19. ორი ლოთი საუბრობს:

ნეტავ, მეტსახელად X რატომ შემარქვეს? ბევრი რამ რომ შემიძლია ალბათ ამიტომ

ბევრი კი არ შეგიძლია, ვინც კი არ უნდა გახსნას ბოთლი, მაშინვე იქ ჩნდები ხოლმე.

რა სიტყვაა შეცვლილი X-ით?

20. სვანს ძალიან უნდოდა, რომ თოვლის ბაბუა გამხდარიყო.

-რა მოიმოქმედა მან საამისოდ?

21. ერთი მეგობარი უყვება მეორეს:

მამაჩემი ყოველთვის სამ სათვალეს ატარებს.

სამს? რატომ?

ერთსახლოს, ხოლო მეორეს კი შორს დასანახად.

მესამეს?

რაში სჭირდებოდა მამამისს მესამე სათვალე?

22. მასპინძელი ეკითხება სტუმარს:

რამდენ კოვზ შაქარს იყრით ყავაში?

შინ ერთს და სტუმრად ხუთს.

რა უპასუხა ამაზე მასპინძელმა?

23. ბიჭი საცოლეს აცნობს მამას:

აი, მამი, ეს ჩემი საცოლეა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და უნდა დავქორწინდეთ.

არ გინდა შვილო, ეს შენი დაა.

როგორ მამი?

ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე, ახალგაზრდა ვიყავი

მეორე მოიყვანაიგივე განმეორდა.

გაბრაზებული ბიჭი დედასთან წავიდა საჩივლელად. თუმცა, დედამ დაამშვიდა და მისი ცოლად მოყვანის უფლება მისცა. რატომ?

24. შვილი ეკითხება მამას:

მამი, მართალია, რომ სიყვარული სინათლეა?

კი, შვილო.

და ცოლქმრობა რა არის?

რა უპასუხა მამამ ორი სიტყვით?

25. ვალოდამ ცხვრის ფარასთან მანქანა გააჩერა და საბარგულში ოთხი ცხვარი ჩასვა. ამასობაში მეცხვარეები დაადგნენ თავზე და გაბრაზებულმა ვალოდას ჰკითხეს:

- რატომ მოიპარე ცხვრები?

- როდის მოვიპარე?

- აბა ეს რა არის? – ჰკითხეს მეცხვარეებმა და ვალოდას ცხვრებზე მიანიშნეს.

რით იმართლა ვალოდამ თავი, თუ ის ცხვრების პასუხით იყო გამყარებული?

26. სვანმა ავტომანქანა იყიდა. მეორე დღეს კი გამყიდველს მივარდა და უსაყვედურა, სარკე გაფუჭებულიაო. სვანის აზრით, რატომ იყო სარკე გაფუჭებული?

27. ტურისტულ ლაშქრობაზე მყოფი ჭიჭიკია და შერლოკ ჰოლმსი ღამე მინდორზე ერთად წვანან. ჭიჭიკია ეკითხება ჰოლმსს:

- მაღლა ვარსკვლავები რომ ჩანს, რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს ბატონო ჰოლმსს?

- სამი წლის შემდეგ ზუსტად ამ დღეს, 3 საათსა და 15 წუთზე მოხდება დიდი მიწისძვრა!..

- მიწისძვრა კი არა, …

რა დასკვნა გამოიტანა ჭიჭიკიამ? (ძველია, მაგრამ მაინც)

28. სტუდენტი სწრაფად იღებს საგამოცდო ბილეთს, დააკვირდება და მორიდებულად სთხოვს პროფესორს, რომ მან ბილეთის გამოცვლის ნება დართოს. პროფესორი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. სტუდენტს არ მოეწონება არც მეორე ბილეთი და იღებს მესამეს, რომლის საკითხებიც აგრეთვე მისთვის უცნობია. პროფესორი სტუდენტს ჩათვლის წიგნაკს სთხოვს და გარკვევით უწერს 3–. სტუდენტი მადლობას უხდის და გახარებული ტოვებს აუდიტორიას. ასისტენტი, რომელიც ესწრებოდა გამოცდას, განცვიფრებით ეკითხება პროფესორს, თუ რატომ დაუწერა სტუდენტს სამიანი, მან ხომ ვერცერთ ბილეთზე ვერ გასცა პასუხი. რა უპასუხა პროფესორმა?

29. რას იძახის პროგრამისტი, როცა იხრჩობა?

30. სვანი იპოვის რაღაც ნივთს. შეხედავს და დაასკვნის, რომ მისია, თუმცაღა სინამდვილეში ამაზე არც არაფერი მიუთითებს.

რა ნივთი იპოვა სვანმა?

31. – რა საშინელებაა, დარწმუნდეს ოპერის მომღერალი, რომ მას აღარ შეუძლია კვლავ იმღეროს.

მართალია, მაგრამ უფრო დიდი საშინელებაა
რა?

32. სვანი ქუჩაში დარბის ხანჯალამოღებული.

რა მოხდა შმაგი?

– X- ვეძებ.

რად გინდა?

უნდა მოვკლა, მამაჩემისთვის დაურტყამს.

ჩასვით ერთი სიტყვა X-ის ნაცვლად.

33. – იმ დღიდან, რაც შენ გაგიცანი, არც ჭამა შემიძლია, არც სმა და არც თამბაქოს მოწევა, – უთხრა მამაკაცმა ნაცნობ ქალს.

ასე ძლიერ გიყვარვარ?

არა, უბრალოდ


დაასრულეთ ფრაზა

34. ეს არის უნარი ამთქნარო მოკუმული პირით. რა?

35. ცოლი: რქიანოო!

ქმარი: არ გიყიდი იმ ქურქს!

ლოთი: ესეთები დამილევია?! დაასხი!

მფრინავი: რა კვამლის სუნია!

რა ფრაზებია აქ წარმოდგენილი?

36. ქალს სურს შეიძინოს ერთი წყვილი ფეხსაცმელი, მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა და მას უამრავი წყვილის მოსინჯვა მოუხდა. თუმცა არცერთი მოერგო.

ბოლოს, როგორც იქნა ქალმა შვებით ამოისუნთქა!

აი ის, რომელიც მინდოდა! ეს წყვილი საუცხოოდ მაქვს, შემიხვიეთ გეთაყვა და მითხარით, რამდენი უნდა გადავიხადო.

არაფერი ქალბატონო.


რატომ აძლევდა გამყიდველი ამ ქალს ფეხსაცმელებს უფასოდ?

37. ებრაელს ეკითხებიან 2–ჯერ 2 რამდენიაო.

-გააჩნია X თუ Y-… – უპასუხა ებრაელმა

რომელი ორი ზმნა შევცვალე მე იქსით და იგრეკით?

38. – შენ კრეტინი ხარ, – ეუბნება ცოლი ქმარს, – შენი შვილებიც კრეტინები არიან, შენი მშობლებიც და რასაც შენ აკეთებ, ყველაფერს კრეტინულად აკეთებ. საერთოდ, კრეტინთა მსოფლიო კონკურსი რომ ჩატარდეს, მეორე ადგილს დაიკავებ.

რატომ მეორესგაუკვირდა ქმარსდა არა პირველს?


რა უპასუხა ცოლმა?

39. სვანი მეგობარს ეკითხება:

ღვინო ნაყიდი გაქვს?

კი, საკლავიც.

სხვა პროდუქტები?

ყველაფერი რიგზეა.

აბა რა ცხვირპირი ჩამოგტირის?

მართლაც, რა ატირებდა მას?

40. როგორი პარადოქსული არსებები არიან ადამიანები. თუ "ამასბიბლიოთეკაში ჩაიდენ, ყველა გაოცებით შემოგხედავს, ხოლო თუ ამას თვითმფრინავში მოიმოქმედებ, ყველა აგყვება. რა ქმედებაზეა საუბარი?

ნანახია: 3300 | დაამატა: rachvelo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
0  
1 ani   (19.07.2012 17:20) [Материал]
me dzalian miyvars tyibuli radgan is chemi qalaqia da dzalian lamazia :*

სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე შესვლა
მშვიდობით პაველ
Block title
იშოვე ფული
MSteam
ბანერი
გაიგე ზუსტი დრო
მინი პლეერი
სარეკლამო ბანერი
კალენდარი
მასალების არქივი
სტუმრები
widgeo.net
ვალუტის გამოთვლა
ვალუტის კურსი
იშოვე ფული
Block title
Block title