სამშაბათი, 19.03.2024, 07:06
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
მინი ჩათი
alertpay
გამოკითხვა
რომელი კლუბის ფანი ხართ?
სულ პასუხი: 69
Block title
კავშირი ადმინთან
ძებნა
საჭირო პროგრამები
ამინდის პროგნოზი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 14 » აკაკი წერეთლის ,,სულიკოს” ახალი ვარიანტი
02:44
აკაკი წერეთლის ,,სულიკოს” ახალი ვარიანტი
                                                             

ლიტერატურულ წრეებში აკაკი წერეთლის ლექსზზე - ,,სულიკო” უამრავი მოსაზრება არსებობს.ზოგი ამბობს აკაკიმ ,,სულიკოში” საქართველო იგულისხმაო,ზოგიც ფიქრობს,რომ მის ერთ-ერთ საყვარელ ქალს ერქვა სულიკო და იმას მიუძღვნაო,ჩვენ გავშიფრეთ ამ ლექსის საიდუმლოება,საქმე იმაშია,რომ ეს არის მომავალის ლექსი,გენიოსმა პოეტმა წინასწარ განჭვრიტა საქართველოს 2010 წლის მდგომარეობა და ეს ლამზი სტრიქონები დღევანდელ ოპოზიციას მიუძღვნა,მცირე ინტერპრეტაცით გთავაზობთ ლექსის თანამედროვე ვრიანტს, ,,სულიკოში”ვგულისხმობთ ოპოზიციას.

 

ოპოზიციას ვეძებდი

ვერ ვნახე,დაკრგულიყო

არც გუბაზი ჩანს აქუსთან,

სადა ხარ,ჩემო სულიკო?!

ბაზართან შალვა შევნიშნე,

ობლად რომ გამოსულიყო

გულისფანცქალით ვკითხავდი

შენ ხომ არა ხარ სულიკო?!

სულგანაბული  ,,უცნობი”

ვაკეში მიმალულიყო

მივეხმატკბილე ,,გრეჩიხებს”

სადა ხართ თქვენ და სულიკო?!

შეიფრთხიალა ,,უცნობმა”

არ მაქვს ,,მაესტრო-TV-ო”

ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა

თითქოს თქვა ,,გივი,გივიო”

ქრისტიან დემოკრატებიც

მწვავედ რომ გამოსულიყო

მათ შევეკითხე შემთხვევით

თქვენ ხომ არა ხართ სულიკო?!

დასტური მომცა გიორგიმ,

ინგამ ქოქოლა გავყარა,

და ამ დროს ყურში ჩურჩულით

ვანომაც ასე მახარა;

ეგ არის ვისაც ეძებდი

მორჩი და მოისვენეო

ის ,,ალინსიც” გათავდა,

დღე ტკბილდ გაითენეო,

სამად დაშლილა ის ერთი,

ლიდერად ვერვინ ივარგა,

ზოგი რუსეთში,ზოგი კი

პარიზში გადაიკარგა,

მე ,,ლიჩნად” აღარ დავეძებ

ოპოზიციას სანთლებით

არც მიტინგებზე ვივლი და

არც ვყვირი,, მიშა ,ვარდები!”

კურიერს ვუსმენ,რუს ვლანძღავ,

მიშას შევყურებ ლხენითა,

და რასაცა ვგძნობ მე იმ დროს,

ვერ გამომითქვამს ენითა,

ახლა ,,ნაცებში” შევდივარ,

ადრე ჩემგან რო კრულ იყო,

ერთ ტენდერს მეც კი მოიგებ,

სულ არ მჭირდება სულიკო!

 

ნანახია: 4762 | დაამატა: rachvelo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტზე შესვლა
მშვიდობით პაველ
Block title
იშოვე ფული
MSteam
ბანერი
გაიგე ზუსტი დრო
მინი პლეერი
სარეკლამო ბანერი
კალენდარი
მასალების არქივი
სტუმრები
widgeo.net
ვალუტის გამოთვლა
ვალუტის კურსი
იშოვე ფული
Block title
Block title